მომხმარებლები ხშირად ჩივიან ზედმეტად დარიცხულ კომუნალურ გადასახადებზე. ერთ-ერთი კომპანია, რომლის მიმართაც პრეტენზიები გახშირებულია, „თელმიკოა“. როგორც მომხმარებლები აცხადებენ, კომპანია კომუნალურ გადასახადს რამდენიმე თვის განმავლობაში არ არიცხავს, შემდეგ კი დაგროვილი 3 თვის გადასახადი ერთიანად მიდის, ტარიფი კი რადიკალურად განსხვავებულია.
ასე მოხდა პეტრე სარაჯიშვილის 1 ნომერში, როდესაც მოსახლეობას 3 თვის გადასახადი ერთიანად და თან გაზრდილი ტარიფით მიუვიდა.
„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ უპასუხა.
„იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თლის, რომ მას ზედმეტობით დაერიცხა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის გადასახადი, უნდა მომართოს სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კომისია ინდივიდუალურად შეისწავლის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შევიდა 3073 განცხადება/საჩივარი. მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 2 769 868.74 ლარი.
ელექტროენერგეტიკის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა – 978 233.02 ლარი;
ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 115 393.05 ლარი;
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 1 676 242.67 ლარი“ – განაცხადა დავით ნარმნიამ „მედიაცენტრ მთავარში“.