ბუნებრივი წარმონაქმნები შეყვარებულების ცრემლებისგან გაჩენილ ტბაზე

ეს საიჟამის ტბაა სინძიანგის ავტონომიური რეგიონი, ჩინეთი. ზამთარში, მოყინული ტბის ქვეშ და ზედაპირზე ისეთი საოცარ წარმონაქმნები ჩნდება, ვერ დაიჯერებ, რომ ეს რეალობა და ნამდვილია. ყინულის ბუშტები ზედაპირის ქვეშ, ტბის ფსკერზე დაშლილი მცენარეებიდან მეთანის გაზით წარმოიქმნება, რომელიც სანახაობრივ ვიზუალურ ფენომენს ქმნის.

ანალოგიურად ხდება ტბის ზედაპირზე.  ცივი ტემპერატურისა და  მსუბუქი ქარის შედეგად, ტბის ზედაპირი ნელა-ნელა გაყინა, რის შედეგადაც სუფთა ყინული წარმოიქმნა.  დაშლილი მცენარეებიდან მეთანის ბუშტები ქვემოდან ამოვიდა და ყინულის სისქის სხვადასხვა დონეზე ჩაეფლო, რადგან ტბა თანდათან გაყინავდა. წყალმცენარეები საოცარ ეფექტს ქმნიან. გეგონება ყინულში ნაკვეთი ფიგურებია.

სიაჟამის ტბა ცნობილია როგორც რეგიონის უმაღლესი და უდიდესი ალპური ტბა. ის წარმოადგენს მტკნარ წყალს ჩრდილოეთ თიანშანის მთებში.

ტბა 453 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ის მდებარეობს 2071.9 მეტრის სიმაღლეზე და  ყველაზე მაღლაა სინძიანგის მაღალმთიან ტბებს შორის. ტბის მაქსიმალური სიღრმე კი 86 მეტრია.

ლეგენდის მიხედვით, ამ ტბას დიდი სიყვარულის ისტორია აქვს. როგორ ამბობენ, აქ წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ტბა კი მათი ცრემლებია. ამიტომაც მას ასევე უწოდეს „თიანჩი“ და „ჟუხი“.

 

 

მსგავსი თემები