პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს. დუდამ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს სურს დაასრულოს უკრაინაში სისხლისღვრა.
„რუსეთს უკრაინის დამარცხების უფლება არ უნდა მივცეთ“,- აღნიშნა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „ამერიკის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ვერ გადაიტანს ამ ომს.“ დუდამ აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ომი დამთავრდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც გაგრძელდება“.