„ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ ხუთი მძევალი გაათავისუფლა.  მედიის ინფორმაციით, მძევლები „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას ქალაქ რაფაჰში და ნუსეირათში გადასცეს. პირველ ეტაპზე გათავისუფლებული ორი მძევალი ისრაელის სამხედრო პუნქტთან, შემდეგ კი ისრაელის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.  აღნიშნული ორი მძევლიდან ერთი „ჰამასის“ ტყვეობაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ერთი კი 2023 წელს გაიტაცეს.

დღეს საერთო ჯამში ექვსი მძევალი უნდა გათავისუფლდეს „ჰამასის“ ტყვეობიდან. ჰამასი“ კიდევ ერთ მძევალს, მოგვიანებით გაათავისუფლებს.

მსგავსი თემები