მარნეულში 7 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, 7 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები