ხუთონგი – ხეივნები, ტრადიციული ეზოები, ძველი უბნები, ვიწრო ქუჩები, რომელიც ისტორიას, კულტურას, ცხოვრების სტილს ასახავს. ჩინეთში არაერთი ხუთონგი არსებობს. აქ ყველაფერი ძველებურადაა შენარჩუნებული. ვიწრო ქუჩები, ძველი სახლები, ხეივნები.
პეკინის ხუთონგები პეკინის უძველესი ურბანული ხეივნების უნიკალური დასახლებაა, რომელიც ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს ასახავს.
დღეს აქ ტურისტები სიმრავლეა, რადგანაც თანამედროვეობისაგან და ქალაქის ბრჭყვიალა ცენტრალურ ნაწილისგან განსხვავებით, აქ სიძველე ცოცხლდება.
ამ სიძველის ერთ-ერთი ნაწილია სწორედ „ეტლით“ გასეირნება, რადგანაც ამ ძველ უბანში მანქანით გადაადგილება აკრძალულია. ყველა ტურისტს იზიდავს ველოსიპედზე გამობმული ეტლი, რომელიც 2 ადამიანზეა გათვლილი. მის მართვას საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება, რადგანაც ველოსიპედზეა დამონტაჟებული.
ხუთონგი ნიშნავს პატარა, ვიწრო ქუჩას. ტრადიციულ ეზოებს, პატარა სახლებით. ხუთონგებს ასობით წლის ისტორია აქვს და ის პეკინის ისტორიულ რაიონებში მდებარეობს.
ერთი სიტყვით, ხათონგი წარმოადგენს კულტურულად მდიდარ გარემოს. ის ახლოსაა „აკრძალულ ქალაქთან“, აქვე მდებარეობს დრამების კოშკი და სამრეკლო, პეიხაის ტბა და არაერთი ტაძარი და ისტორიული შენობა.
ვიწრო ძველ ქუჩებზე კი გაშლილია პატარ-პატარა მაღაზიები, სადაც ტრადიციული სუვენირებისა თუ სამოსის შეძენა შეგიძლიათ, ასევე საკვები პროდუქტების დაგემოვნება.