,,ჩვენ ბრიუსელის ბიუჯეტში ფული შეგვაქვს, ისინი კი ჩვენ მტრებს აფინანსებენ” – ორბანი

„ისინი, ვისაც შეთქმულების თეორიები უყვართ, გასაჭირში არიან, რადგან ახალი შეთქმულების თეორიები უნდა მოიფიქრონ. ძველი ყველა სიმართლე აღმოჩნდა”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

,,ფაქტია, რომ დასავლეთის ლიბერალური ელიტა ამერიკის მოქალაქეების ფულს იყენებს, რომ საკუთარი იდეოლოგიები მთელ მსოფლიოში დანერგოს. მათ უნგრეთში 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსეს, ფული გადაუხადეს პოლიტიკოსებსა და მედია-საშუალებებს.

ეს იყო შეთქმულება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. იმავეს აკეთებს ბრიუსელი, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, რადგან ჩვენ ბრიუსელის ბიუჯეტში ფული შეგვაქვს, ისინი კი ჩვენ მტრებს აფინანსებენ. ეს არის გლობალური, ლიბერალური „დიფ სთეითი“, – თქვა ორბანმა.

მსგავსი თემები