,,ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების საწარმოებლად საუდის არაბეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი ჩავლენ” – პესკოვი

„დღეს პრეზიდენტ პუტინის დავალებით ერ-რიადში გაფრინდებიან საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი. მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ერ-რიადში ისინი შეხვდებიან ამერიკელ ვიზავის. შეხვედრა, პირველ ყოვლისა, მიეძღვნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის საკითხებს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთში უკვე იმყოფება პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი და ისიც მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში.

საუდის არაბეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ერ-რიადში ელიან აგრეთვე ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს და მის წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფს.

მსგავსი თემები