გორში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

გორში, წმინდაწყალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. „ინფო რუსთავის“ ცნობით, მამაკაცი სუპერმარკეტიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები