დიდი ბრიტანეთი აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.

,,დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდა, სადაც ხუთი კანდიდატი იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები