იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყენაყაში გავრცელებული ვირუსის 70% გრიპზე მოდის. აქედან 18% „ღორის გრიპია, 49% კი B ტიპის ვირუსი.
,,დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, ე.წ ღორის გრიპის, B ტიპის ვირუსსა და „ჰონკონგის ვურუსს“ შორის, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს, განსხვავება არ არის. მაღალი რისკის ქვეშ არიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები და განსაკუთრებით 1-2 წლის ბავშვები. იაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალიზებული ბავშვების უმეტესობაც 5 წლამდე ასაკის არიან. ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთება ფიქსირდება“.
მისივე შეფასებით, ახლა პიკის ეტაპზე ვიმყოფებით.
,,პიკზე ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გრიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში 50 პროცენტზე ნაკლები დაფიქსირდება. თან ეს მაჩვენებელი 2-3 კვირის განმავლობაში სტაბილური უნდა იყოს. ახლა პიკის ეტაპია, არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან 70-80 პროცენტი ძალიან მაღალია. ალბათ, ამაზე მაღალი აღარ იქნება მაგრამ რამდენი ხანი შენარჩუნდება, ან რამდენ ხანში ჩამოვა ქვევით, ეს იქნება მიმანიშნებელი ჩვენთვის პიკი ისევ გრძელდება თუ უკვე გადავიარეთ”, – ამბობს ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.