ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პოპულაციის მართვის ახალ ცენტრში ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.

ცენტრი, რომლის მშენებლობაც გასული წლის ბოლოს დასრულდა, სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ის აერთიანებს ინდივიდუალურ ვოლიერებს, ლაბორატორიას, საოპერაციო ბლოკს, პოსტ-ოპერაციულ სივრცეს და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას.

შენობები უზრუნველყოფილია როგორც სავენტილაციო და საკანალიზაციო, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო სისტემებით.

პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი მნიშვნელოვნად გაზრდის სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პოპულაციის მართვის პროცესს, რაც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის ზრდის პირდაპირპროპორციულია.

მსგავსი თემები