ამ ეტაპისთვის, საქართვეო გრიპის ვიუსის პიკის პერიოდში იმყოფება. აღნიშნულ საკითხზე „მედიცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რისკის ჯგუფები განსაკუთრებით სახიფათოა.
პროფესორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებზე აქცენტი, ვინაიდან 5 წლამდე, განსაკუთრებით 1-2 წლის ასაკის ბავშვები რისკის ჯგუფში შედიან.
„იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა. გრიპის ვირუსის მიმდინარეობისას ყველაზე მეტი გართულება ფილტვების ანთებაა. 50%-ზე მეტი ფილტვების ანთება გვქონდა. ძირითადი საშიშროება ფილტვების ანთებაა. როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე? – ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კრიტერიუმია უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა. ცხელებით და ხველით ექიმი და მშობელი ეჭვს ვერ მიიტანს ფილტვების ანთების არსებობაზე. სუნთქვა უჩვეულოდ უნდა იყოს გახშირებული. თუ 2 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, სუნთქვის სიხშირე მოსვენებულ მდგომარეობაში, ძილის მდგომარეობაში 50-ზე მეტია, ეს მიანიშნებს ფილტვის ანთებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ტემპერატურის და სატურაციის გაზომვასთან ერთად სუნთქვის სიხშირის დათვლაც ისწავლონ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.