ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მიუნხენში შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
,,პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – ნამდვილი სიმბოლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობისა. ქართველი ერის, რომელიც არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს – „ქართულ კოშმარს“. ერთ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თქვენი ერის თავისუფლებას ევროკავშირისა და ნატოპს ფარგლებში!“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.