,,ევროპა არავის მისცემს უფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას დათანხმდეს”, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NTV-ზე განაცხადა.
ის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-რუსეთის ცალმხრივი შეთანხმებების შესაძლებლობას გამორიცხავს.
,,ევროპა არ დაუშვებს ასეთ სცენარს, რადგან მას აქვს ხმის უფლება კონტინენტის უსაფრთხოების საკითხზე და არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები ევროპელების გარეშე ან უკრაინელების აცილებით”, – აღნიშნა შოლცმა.