,,რუსეთთან ომში 46 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ათიათასობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინამ 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, 380 ათასი ჯარისკაცი დაიჭრა, ათიათასობით ჯარისკაცი კი დაკარგულად ითვლება.

მისი თქმით, შეუძლებელია დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ქვეყნის ტერიტორიების ნაწილი ოკუპაციის ქვეშ რჩება.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთში დეპორტირებულია, დაახლოებით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი.

მსგავსი თემები