„ხელოვნების შედევრი“, „ფერადი ჭიქურის სამშობლო,” „ფერადი მინანქრის საოცრება“ – ასე აფასებენ ჩინურ არქიტექტურას და ვინც ჩინეთში ერთხელ მაინც ყოფილა, მისთვის სიტყვებით შეუფასებელია ის მოჭიქული ფილები, ფერები, მინანქარი თუ მოჩუქურთმება, რომელიც შენობებს ამშვენებს.
ქალაქი ძიესიუ, შანსის პროვინციაში ჩინეთის “ფერადი ჭიქურის სამშობლოდ” ითვლება. ის ტრადიციული ჩინური არქიტექტურისა და ფერადი ჭიქურის ერთ-ერთი სამშობლოა. შენობებზე გამოსახული მოჭიქურობა ჩინური არქიტექტურის მარადიული სილამაზედ ითვლება და ეს ყველაფერი ადამიანის ხელითაა შექმნილი. მოჭიქული ფილებიდან დაწყებული რთულ მოჩუქურთმებამდე, ყველა დეტალი გარკვეული ისტორიის მატარებელია. რაც შეეხება ფერებს, ესეც ისტორიისა და ტრადიციის უნიკალური ნაზავია.
შანქსი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, სადაც შემონახულია 28000-ზე მეტი უძველესი ნაგებობა, რომლებიც მიმოფანტულია პროვინციაში, როგორც ძვირფასი მარგალიტი.
ლიუ ვენთინგი, მისი ოჯახის ფერადი მინანქრის ტრადიციის მეხუთე თაობის მემკვიდრედ ითვლება. ქალაქ ძიესიუს ფერადი მინანქრის ოსტატობის ათასწლეულის ისტორია გააჩნია. აქ ნახავთ უამრავ შენობას, მორთულია ულამაზესი ხელოვნების ფორმებით.
ლიუმ საკუთარი ფერადი ჭიქურის ქარხანაც კი დააფუძნა, სადაც ამ უნიკალურ ტექნიკას ეუფლებიან. მან კომპანია კი შექმნა, სადაც ფერადი ჭიქურის დამზადება ვითარდება და ინოვაციურ ელემენტებსაც იძენს, რომელიც ახალ თაობას გადაეცემა.
ფერადი ჭიქურის ნაჭრები ცნობილია ცოცხალი ფერებითა და გამორჩეული დიზაინით. ეს ნაჭრები ხშირად გამოიყენება ჩინური სასახლეების, ტაძრებისა და პაგოდების დეკორაციებში. მოხატული, მოჩუქურთმებული თუ გრავირებული შენობები ზღაპრულ გარემოს ქმნის, საიდანაც გამოსვლა საკმაოდ რთულია. უყურე, შეიგრძენი და ისიამოვნე – მარტივად ასეა.