გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მემორანდუმს მოაწერეს, რომელიც გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილებისთვის „ერთიანობის ცენტრის“ შექმნას ითვალისწინებს.
„ერთიანობის ცენტრი“ ბერლინში გაიხსნება. ცენტრი უზრუნველყოფს კულტურულ ღონისძიებებს, ენის კურსებს, ასევე დაეხმარება ლტოლვილებს, როგორც უკრაინაში, ისე გერმანიაში დასაქმების საკითხებში.
2022 წლიდან გერმანიამ უკრაინიდან დაახლოებით, 1.2 მილიონი ლტოლვილი მიიღო.