პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე – ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია – ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

აქციები რეგიონებშიც გაიმართა.

მსგავსი თემები