შვედეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს

შვედეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“შვედეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაციას. კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები” – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები