ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

მოქალაქეები, რომლებიც ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ევროპის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. მსვლელობაში მონაწილეობენ, პოლიტიკისები,  საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მწერლები და პოეტები.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: “მზია იცავს ღირსებას – ჩემსას, შენსას და ჩვენსას”, “ოლიგარქს და ავტორიტარიზმს არა საქართველოსგან”.

შეკრებილებმა სპეციალურად წერილები დაწერეს იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მიმდინარე აქციებზე პროტესტის დროს დააკავა პოლიციამ. მოქალაქეების წერილები შემდგომში ციხეში გაიგზავნება.

დღეს უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეა. აქციები დედაქალაქის პარალელურად რეგიონებშც მიმდინარეობს.

მსგავსი თემები