“ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში”- ევროკავშირის პრესსპიკერი

ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არის აღიარებული. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2025 წლის 15 თებერვალს, აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი თავისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები