აშშ-მა შესაძლოა, იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად, უკრაინაში სამხედროები განალაგოს

აშშ-მა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიაზე იშვიათი ლითონების საბადოების დასაცავად სამხედროები განალაგოს.

მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევს შესთავაზა აშშ-სთვის იშვიათი ლითონების მომპოვებელი საწარმოების აქციების 50%-ის გადაცემა. ამასთან, ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ მზადაა უკრაინის ტერიტორიაზე განათავსოს ამერიკული ჯარი ამ საბადოების დასაცავად, თუ რუსეთთან ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება აშშ-თან ჯერ არ არის ხელმოწერილი და დამუშავების სტადიაშია.

მსგავსი თემები