უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზაფხულში ბელარუსში 150 ათასი რუსი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებმაც შესაძლოა, ნატო-ს ქვეყნებს შეუტიონ.
„ჩვენ გვაქვს ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ამ ზაფხულს რუსეთი გეგმავს სამხედრო წვრთნების საბაბით ბელარუსში ჯარების გაგზავნას. ზუსტად ისე, როგორც განალაგებდნენ ჯარებს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ. ეს რუსული ძალები ბელარუსში უკრაინაზე თავდასხმისთვისაა? შესაძლოა ან შესაძლოა არა, ან შესაძლოა, თქვენთვისაა? ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ბელარუსი ნატო-ს სამ ქვეყანას ესაზღვრება. ის რუსული სამხედრო ოპერაციების პლაცდარმად იქცა“- განაცხადა ზელენსკიმ.