“მოლაპარაკებები გაიმართება როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან”- აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გაიმართება როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან.

მან ასევე, დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ კვირაში სატელეფონო საუბრები გამართა როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ტრამპის მთავარი პრიორიტეტი ამ ომის დიპლომატიური, მშვიდობიანი დასრულებაა, რაც შეიძლება სწრაფად, ისე, რომ შეიქმნას გრძელვადიანი მშვიდობა“- განაცხადა ჰეგსეტმა.

მსგავსი თემები