უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა არ ენდონ პუტინის განცხადებებს ომის დასრულების მზადყოფნასთან დაკავშირებით. ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე.
„ვესაუბრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს. განვიხილეთ უკრაინაში რეალური მშვიდობისთვის საჭირო პირობები და შევთანხმდით, რომ პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლება დაიწყოს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის ერთიანი პოზიციის გარეშე. პრემიერ-მინისტრს ვაცნობე ტრამპთან ჩემი საუბრის შესახებ. განვიხილეთ მთავარი გზავნილები და მთელი ევროპისთვის წარმატებული შედეგების მისაღწევად ყველა ევროპელის პოზიციების კოორდინაციის საჭიროება. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან, მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და რომ ნატო-ში გაწევრიანება იქნებოდა ყველაზე ხარჯეფექტიანი პარტნიორებისთვის“ – წერს ზელენსკი.