პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინა, ევროპა და აშშ ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში
“უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან, გერმანიის კანცლერ შოლცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერ ფრიდრიხ მერცთან ჩემი დღევანდელი სატელეფონო ზარების შემდეგ მესიჯი ცხადია: უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში” – წერს ტუსკი.