აშშ-ში, ალაბამას შტატში, 26 წლის ქალი 4 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვს მძიმე ტრავმები ჰქონდა მიღებული. მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ტიპის ტრავმები ჰქონდა ჩვილს, თუმცა განმარტეს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
“25 იანვარს, 911-ში შეტყობინება შევიდა, რომ 4 თვის ჩვილს კრუნჩხვები ჰქონდა. საცხოვრებელ სახლში პოლიციის, სასწრაფო და სახანძრო ბრიგადების მისვლის შემდეგ, 4 თვის ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა. ალაბამას სასამართლო მეცნიერების დეპარტამენტის სამედიცინო ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ კი, საქმეზე მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო”- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მედია ავრცელებს.