ილჰამ ალიევი გასულ ოთხ წელს აზერბაიჯანსა და აშშ-ს ურთიერთობებში დაკარგულად მიიჩნევს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან მუშაობის გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო.
“პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობის ჩვენი წინა გამოცდილება ძალიან პოზიტიური იყო. ველით, რომ ეს ოთხი წელი, რომელსაც აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევთ, უკვე ისტორია იქნება, და [ურთიერთობებს] გადავტვირთავთ” – განაცხადა ალიევმა.