აშშ-ის პრეზიდენტის განაცხადებით, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით ის დათანხმდა პუტინთან მოლაპარაკების დაწყებას. იგეგმება შეხვედრაც, სადაც უკრაინის საკითხი განიხილება.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რუსეთი და შტატები საკმაოდ გავლენიანი ქვეყნები არიან და ჩინეთიც მზადაა, უკრაინის საკითხის გადაჭრაში პოზიტიური როლი ითამაშოს.
„რუსეთიც და აშშ-იც გავლენის მქონე ქვეყნები არიან. ჩინეთი მოხარულია, რომ ხედავს გაძლიერებულ კომუნიკაციას და დიალოგს რუსეთსა და აშშ-ს შორის რიგ საერთაშორისო საკითხებზე. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთს მიაჩნია, რომ დიალოგი და მოლაპარაკება არის ერთადერთი ეფექტური გამოსავალი კრიზისიდან და მზად არის ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს მშვიდობისთვის. კონფლიქტის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ პრეზიდენტმა სი ძინპინმა შესთავაზა დიალოგის გზით პოლიტიკური მოგვარების პოვნა. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირებას და შეინარჩუნებს კომუნიკაციას შესაბამის მხარეებთან და ითამაშებს კონსტრუქციულ როლს კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ხელშეწყობაში“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.