,,უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა” – კაია კალასი

„უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა”, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

,,ახლა ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემა უნდა იყოს. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“, – დაწერა კალასმა.

მან, ასევე, გააზიარა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადების ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამერიკელებთან ერთად სურთ უკრაინაზე მოლაპარაკებების წარმოება.

მსგავსი თემები