,,უკრაინის გაყოფა დაიწყო, ტრამპი ამაში დამნაშავე არ არის” – არესტოვიჩი

უკრაინის გაყოფა დაიწყო, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამაში დამნაშავე არ არის”, – უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.

„ვხედავ, რომ ბევრი ცოტათი გაოცდა, როცა გაიგო, რომ ჩვენი, როგორც მოკლული ბიზონის გაყოფა დაიწყეს. რათა თქვენ უფრო მეტად გაგაოცოთ (ხოლო ფილოსოფია გაოცებით იწყება), გეტყვით, რომ ეს ტრამპი არ არის. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რუსეთთან და „დემოკრატებთან“ იყო შეთანხმებული. ძალიან სასაცილოა თვალი ადევნო იმას, თუ როგორ ერევათ გული „დემოკრატებს“ და ევროპელებს გაოცებისგან“, – დაწერა არესტოვიჩმა.

როგორც არესტოვიჩი წერს, საქმე მხოლოდ ტერიტორიების გაყოფას არ ეხება. რუსეთმა, შესაძლოა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილიც კი დათმოს.

მისივე თქმით, ამერიკელები და რუსები მოილაპარაკებენ და საერთო პოლიტიკურ და ბიზნეს სქემებს შექმნიან, ხოლო იმ აქტივებს, რომელიც აშშ-თვის საინტერესო არ იქნება, რუსეთს გადასცემენ.

მსგავსი თემები