დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიამ პირველ, საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო. კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს.

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ჯგუფის წევრებმა საორგანიზაციო საკითხები უნდა განიხილონ, შეიმუშაონ დებულება, აირჩიონ თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

ჯგუფის შექმნის მიზნად წინა ხელისუფლების პერიოდში პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა სახელდება. მომზადებული დასკვნა კი, 6 თვის შემდეგ, პროკურატურას გადაეცემა.

ჯგუფში ,,ქართული ოცნების” ხუთი, ,,ხალხის ძალის” ორი, ,,ევროპელი სოციალისტების” კი ერთი წევრია. ამ დრომდე ვაკანტურია გახარიას პარტიისთვის განკუთვნილი ორი ადგილი.

მსგავსი თემები