„მოდით მკაფიოდ ვთქვათ: 51-ე შტატად გახდომის შესახებ საუბარი იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არასდროს მოხდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები სერიოზულად უნდა მივიღოთ და კანადის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ“, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
მისი თქმით, კანადას აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს.
„ჩვენი პასუხი ცალსახა იქნება. კანადა შესაბამის პასუხს გასცემს, გამოზომილს, მაგრამ ძლიერს, მიუხედავად იმისა, თუ რას გააკეთებს აშშ“, – აღნიშნა ტრუდომ.