საბერძნეთში ქართველი მომვლელი დააკავეს – „39 წლის ქალი სამკაულებს და ანტიკვარიატს იპარავდა“

საბერძნეთის პოლიციამ სერიული ქურდობის ფაქტზე 39 წლის ქართველი ქალი დააკავა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ის იმ ოჯახებიდან, სადაც დასაქმებული იყო, სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთებს იპარავდა. ჩხრეკისას ამოღებულია „როლექსის“ საათები, ძვირფასი სამკაულები და ვერცხლის ანტიკვარული ჭურჭელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ქურდობის ბრალდებით წარსულში, 2023 წელსაც გაასამართლეს და გირაოთი გაათავისუფლეს. ბერძნული მედიის ცნობით, ქალმა საქართველოში სახელი და გვარი შეიცვალა და დანაშაულებრივი საქმიანობის მიზნით, კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა.

მსგავსი თემები