„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 83 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს “, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 – კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში, 9 – ტვერის ოლქში, სამ-სამი – ბელგოროდის, კალუგას, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში, როსტოვში კი ერთი დრონი გაანადგურეს.