აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ტრამპი აღნიშნავს, „რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში.
ტრამპი აცხადებს, რომ ის დაელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და გააცნობს საუბრის დეტალებს.