პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გავჩერდებით, ჩანიშნე არჩევნები”, “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
პროტესტის 77-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული ადამიანები.