ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს – “საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. რეზოლუციის ავტორი 57 ევროპარლამენტარია.
რეზოლუციის პროექტით, ევროპარლამენტი:
“გმობს “ქართული ოცნების” “ოფიციალურ პირებს” და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი რეპრესირება;
ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თვითდანიშნული ოფიციალური პირები ამჟამად არღვევენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, საბაზისო ადამიანის უფლებებსა და ქვეყნების ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრიან დემოკრატიული რეფორმების ათწლეულებს, რასაც წინ ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება უძღვებოდა;
არ აღიარებს “ქართული ოცნების” პარტიის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ჩამოყალიბდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით ჩატარდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”.
ცნობილია იმ ქართველი მაღალჩინოსნების სია, რომელთა დასანქცირებასაც ევროპარლამენტარების ჯგუფი მოითხოვს