ევროპარლამენტი 13 თებერვალს რეზოლუციის პროექტს – “საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” უყრის კენჭს. ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. ისინი, ასევე მოუწოდებენ, წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები.
პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრს ორმხრივ და კოორდინირებულ საფუძველზე, დაუწესონ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და კომპანიებს.
ამასთანავე, რეზოლუციის პროექტშინათქვამია, რომ „პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს“;
ასევე, პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, „დაუწესონ სანქციები, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს“.