“ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად”- ევროპარლამენტართა ჯგუფი

“ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად”- ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ხვალ უყრიან კენჭს.

პროექტში კრიტიკულადაა შეფასებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.

“ევროპარლამენტარების ჯგუფი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, არ აღიაროს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობა. რეზოლუციის პროექტის მიხედვით ევროპარლამენტი განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის აღიარებას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ქართველი ხალხის წარმომადგენლად;

ასევე მოუწოდებს წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, მტკიცედ მოითხოვონ ახალი არჩევნები და ნებისმიერი სამომავლო ჩართულობის პირობად გახადონ საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნა”- აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

მსგავსი თემები