რუსეთის და სირიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სირიის მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას აჰმედ ალ-შარამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ძლიერ სტრატეგიულ ურთიერთობას. მან ვლადიმერ პუტინთან ასევე გაცვალა მოსაზრებები არსებულ ვითარებასა და ახალი სირიის მშენებლობის პოლიტიკურ საგზაო რუკაზე.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიაც ავრცელებს, რომლის თანახმად, რუსული მხრიდან, ფუნდამენტური პოზიცია იყო სირიის სახელმწიფოს ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, დაეხმაროს სირიაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მის მცხოვრებლებს.