“უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია”- აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია.

“ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, აყვავებული და სუვერენული უკრაინა გვსურს, მაგრამ იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს.

უკრაინისთვის მყარი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ომი კვლავ არ დაიწყება. ეს “მინსკი 3.0” არ უნდა იყოს.

ამის გათვალისწინებით, აშშ-ს არ სჯერა, რომ უკრაინისთვის ნატოში წევრობა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალისტური შედეგია. ამის სანაცვლოდ, უსაფრთხოების ნებისმიერ გარანტიას ზურგს უნდა უმაგრებდეს ქმედითუნარიანი ევროპელი და არაევროპელი სამხედროები”- განაცხადა ჰეგსეტმა.

მსგავსი თემები