“მოსამართლეების, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა ეს ჯარიმა, დაკავება და პატიმრობა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ სრულად გააცნობიეროს, რომ ის ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის და ადამიანების პრინციპებს და იგრძნოს სანქციები თავად. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც რეზოლუცია შეეხება, არის, რომ კომისიამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ყველა იმ ფინანსების სწრაფი გადამისამართებით ქართული სახელმწიფოს ხერხემლისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ მათ გადარჩენის საშუალება მიეცეთ” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.