აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს. ის შესაბამის განცხადებას, X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
“გასულ წელს სირიაში ასადის ყაჩაღმა რეჟიმმა მე სახელმწიფოს მტრად გამომაცხადა. ახლა ასადი მოსკოვშია და სირია თავისუფალია. ეს ყველა სასტიკი დიქტატორის ბედია. ივანიშვილო, საეიდ, მადურო, გაითვალისწინეთ” – წერს უილსონი.