საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქციების დროს დაკავებულებს და ასევე საჯარო მოხელეებს, რომლებიც სამსახურებიდან გათავისუფლდნენ, დაუწესდება შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით. ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა,აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“მებრძოლებს მინდა დავპირდე, რომ როგორც კი ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეს შეღავათები სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ვამბობ, რისთვის მჭირდება სხვების თანხმობა, ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ომის ვეტერანებისთვის, ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი”- განაცხადა მან.