Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელსაც ბელგიის დედოფალი მატილდა გადაჰყავდა, სახიფათო გაუმართაობის გამო, ავარიულად დაეშვა. ფრენის დროს თვითმფრინავის საქარე მინა დაზიანდა, რაც ავარიული დაშვების მიზეზი გახდა.
52 წლის დედოფალი კოსტა რიკაში სამდღიანი ვიზიტით უნდა ჩაფრენილიყო, რომელიც ორგანიზებული იყო UNICEF ბელგიისა და UNICEF კოსტა რიკის მიერ.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და თვითმფრინავი სან ხოსე ხუან სანტამარიას საერთაშორისო აეროპორტში განრიგზე 15 წუთით ადრე დაეშვა.