საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტანტინოს ტასულასი აირჩია

Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე კონსტანტინოს ტასულასი აირჩია. ბერძენმა დეპუტატებმა ხმის მიცემის მეოთხე ტურში კონსერვატიული მთავრობის კანდიდატისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინოს ტასულასის კანდიდატურას მხარი 160 ხმით დაუჭირეს.

კონსტანტინოს ტასულასი, რომლის ინაუგურაციაც 13 მარტს გაიმართება საბერძნეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კატერინა საკელაროპულუს შეცვლის.

ცნობისთვის, საბერძნეთის პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მეოთხე ტურის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ სამ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეოთხე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 151 ხმა იყო.

მსგავსი თემები