,,რუსეთს არასდროს განუხილავს და არც მომავალში განიხილავს თავისი ტერიტორიების გაცვლის თემას, ეს შეუძლებელია”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, უკრაინული სამხედრო შენაერთები რუსეთის ტერიტორიიდან განდევნილი და განადგურებული იქნებიან.
დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პოზიცია უკრაინაში ვითარების დასარეგულირებლად გამჭვირვალე და თანმიმდევრულია, რაც გულისხმობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.