სტომატოლოგიურ კლინიკაში მისული ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მისვლიდან რამდენიმე წუთში გახდა ცუდად, იქამდე ვიდრე სტომატოლოგიური მომსახურება ჩაუტარდებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს პაციენტი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

გამოძიება სსკ–ის 116–ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

მსგავსი თემები